თანამედროვე საბანკო საქმე

თეორია და პრაქტიკა

ირაკლი კოვზანაძე  ·  გოგი კონტრიძე

სახელმძღვანელო შექმნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე და მოიცავს საბანკო სისტემის და კომერციული ბანკის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან ასპექტს.

ნაშრომი ეფუძნება საბანკო საქმიანობის საერთაშორისო და სამამულო გამოცდილებას. მასში საბანკო კანონმდებლობის ნორმატიულ დოკუმენტებსა და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხილულია საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითები როგორც საქართველოს შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საბანკო პრაქტიკიდან.

წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საბანკო საქმის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, ეკონომიკური პროფილის სხვა მიმართულებების მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. იგი ასევე დაეხმარება მეცნიერ-მკვლევარებს, ეკონომისტებსა და პრაქტიკოს ბანკირებს გაიღრმავონ ცოდნა საბანკო საქმეში.